კობა გვენეტაძე - 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს



კობა გვენეტაძე - 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს.

ამის შესახებ გვენეტაძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რომ არა ეროვნული ბანკის გამკაცრებული პოლიტიკა,

ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა.

„მაშინ, როდესაც დიდი ხნის გამავლობაში ნარჩუნდება მიზნობრივი და მაღალი ინფლაცია, მნიშვნელოვანია, ეს ინფლაცია არ გადაიზარდოს

მოლოდინებში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შოკის ამოწურვის შემდეგ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე

დაბრუნება. ინფლაცია არის დროებითი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შემცირდება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იმ ქვეყნებში,

სადაც ამ ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის საშიშროება არსებობს, გამკაცრებული პოლიტიკა იქნას შენარჩუნებული. როდესაც ამ ფაქტორებზე

ვსაუბრობთ, ეს არის დოლარში დენომინირებული ფასები ნავთობის, ზეთის, ხორბლის და ა.შ. ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ფასების ზრდა

დაუსრულებლად ვერ იქნება და რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება. ამის შემდეგ მისი ეფექტი იგივე თვიურ ინფლაციაში ან წლიურ ინფლაციაში

აისახება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, იგივე შეფასება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს,

მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. კითხვა

იმასთან დაკავშირებით, რა იქნებოდა რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა? - დიდი ალბათობით, რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია

უფრო მაღალი იქნებოდა. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესის გამოკითხვას და იქაც მოლოდინია, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ