საპროტესტო აქცია გორის სამხედრო ჰოსპიტალთან - 50 თანამშრომელი ხელფასის გაზრდას და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადასვლას ითხოვს
საპროტესტო აქცია გორის ჰოსპიტალთან. სამედიცინო დაწესებულების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს. ამბობენ, რომ მათი თვიური ანაზღაურება 280 ლარია და 500 ლარამდე გაზრდა სურთ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადასვლასაც შეეხება, რადგამ ამ ეტაპზე მათ კომპანია "ჯითი გრუპითან" აქვთ კონტრაქტი გაფორმებული.
თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციის მონაწილეები იმუქრებიან, რომ სამსახურს დატოვებენ. ჯერ-ჯერობით დამსაქმებლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ,,ტვ მონიტორინგი“ მათთან დაკავშირებას ცდილობს.