გორელმა გიორგი მუჯარიძემ ბირთვი 19,76 მეტრზე სტყორცნა - შეჯიბრება მე-15 ადგილზე დაასრულა



გორელმა გიორგი მუჯარიძემ ბირთვი 19,76 მეტრზე სტყორცნა - შეჯიბრება მე-15 ადგილზე დაასრულა

ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ. მძლეოსანმა გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან სცადა ძირითად შეჯიბებაში გასვლა.

პირველ ცდაზე მან ბირთვი 18,71 მეტრზე სტყორცნა, მეორეზე – 19,76-ზე, ხოლო მესამე სროლა წინაზე უარესი აღმოჩნდა – 19,55. ასე და ამგვარად, მისი საუკეთესო შედეგი 19,76 იყო, რითაც შეჯიბრება მე-15 ადგილზე დაასრულა.

ფინალში მხოლოდ საუკეთესო სამეული გადავიდა – ახალზელანდიელი ვოლში (21,49), ბრაზილიელი რომანი (21,31), ეგვიპტელი ჰასანი (21,23).

ასევე შეგიძლიათ იხილოთ