გორის საბავშვო ბაღებში გათბობის პრობლემაა - ბავშვებს სცივათ
გორის საბავშვო ბაღებში გათბობის პრობლემაა. ბავშვებს სცივათ, თუმცა საკითხი ისევ ვერ გვარდება. შექმნილი ვითარების გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნაწილში, აღსაზრდელების ნაკლებობაა, რადგან მშობლები შვილების მიყვანას ერიდებიან. არსებული ინფორმაციით, პრობლემა მუნიციპალიტეტის 10-მდე ბაღშია. დაწესებულების ხელმძღვანელებმა გამოსავალი მოძებნეს და დენის გამათბობლები ჩართეს, თუმცა შესაბამისი ტემპერატურა მაინც არ არის. როგორც გაირკვა გათბობის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო ჯერ არ დასრულებულა. სწორედ ეს არის მიზეზი საბავშვო ბაღებში შექმნილი ვითარების. როგორც გორის სკოლამდელი აღზრდის ბაღების სააგენტოს დირექტორმა თქვა, საბავშვო ბაღებში გათბობა ერთი კვირის ვადაში უნდა ჩაირთოს. მისივე თქმით, მან არ იცის ვისი პასუხისმგებლობაა ბაღებში გათბობის არ არსებობა, რადგან პროექტი პოზიციაზე მის დანიშვნამდე შემუშავდა.