ამერიკელმა ექიმებმა კაცს ღორის გული გადაუნერგეს



ამერიკელმა ექიმებმა კაცს ღორის გული გადაუნერგეს

აშშ-ში ექიმებმა ისტორიაში პირველად ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია 4 დღის წინ ჩატარდა და 57 წლის პაციენტი - დევიდ ბენეტი თავს კარგად გრძნობს. მას გულის დაავადება ჰქონდა და ცხოველის ორგანოს გადანერგვა მკურნალობის ერთადერთი საშუალება იყო. ოპერაციაზე ნებართვა აშშ-ის წამლისა და საკვების კონტროლის სამმართველომ გასცა.

ღორი, რომლის გულიც ბენეტს გადაუნერგეს გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო. კერძოდ, მისი გენომიდან „შაქრის“ გენი ამოიღეს, რომელიც საჭმლის მონელების ფერმენტს - იზომალტაზას გამოიმუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფერმენტი პაციენტის ორგანიზმის ძლიერ იმუნურ რეაქციას გამოიწვევდა, რასაც გულის უარყოფა მოჰყვებოდა.

„ეს ნოვატორული ოპერაცია იყო, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს დონორული ორგანოების დეფიციტთან დაკავშირებული კრიზისის აღმოფხვრისკენ“, - განაცხადა ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.

სპეციალისტები თქმით, ოპერაციამ დაადასტურა ადამიანისთვის ცხოველის ორგანოს გადანერგვის შესაძლებლობა, რასაც ორგანოს დაუყოვნებელი უარყოფა არ მოჰყვება.

დონორთა ორგანოების დეფიციტი სერიოზული გლობალური პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, ორგანოების ლოდინის სიაში დაახლოებით 110 000 ადამიანია. ყოველდღიურად, დროული ტრანსპლანტაციის გარეშე კი 17 ადამიანი კვდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ