შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებთან საგუშაგოები მოინახულა



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებთან საგუშაგოები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორთან - ზვიად ხარაზიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებთან მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოები მოინახულა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული შსს-ს წარმომადგენლები საგუშაოგოებზე არსებულ ვითარებას და თანამშრომლების საჭიროებებს გაეცნენ.

,,მინისტრის მოადგილემ საგუშაგოებზე არსებული ინფრასტრუქტურა, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, ასევე, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. იოსებ ჭელიძე ადგილზე მომუშავე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა, გაესაუბრა და არსებული ვითარების, აგრეთვე, მათი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო."- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ