შსს-ს ინსპექტორმა მეგობარი ქალის ინტიმური ფოტო მის ქმარს გაუგზავნა



შსს-ს ინსპექტორმა მეგობარი ქალის ინტიმური ფოტო მის ქმარს გაუგზავნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინეს, რის შედეგადაც 4 სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებოს ცნობით, დანაშაულში მხილებულია პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი, რომელმაც არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული ფუნქციები.

"მან ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები დაუდევარი დამოკიდებულებით, მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ჯგუფის წევრს, რომელიც ასევე წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი-საშტატო იარაღით, მიეპარა პატიმარი .. და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა. ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა.

ზემოაღნიშნულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342- მუხლის მე-2 ნაწილით", - აცხადებენ უწყებაში.

ასევე, საგამოძიებომ ამხილა შსს-, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი, რომელმაც მეგრობარი ქალის ინტიმური ფოტო, შურისძიების მიზნით, მის ქმარს გაუგზავნა.

"კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა .-, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოციალური ქსელის "მესენჯერისსაშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.

დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157- პრიმა მუხლით", - აცხადებენ საგამოძიებოში.

ასევე, საგამოძიებომ ამხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის,126' მუხლით და 111 - 151- მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის", - ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი.

"2022 წლის ნოემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, ქალაქ ბათუმში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ..-, რომელსაც ევალებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - წერს საგამოძიებო.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ