გორის მერიამ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოცხადდა.



გორის მერიამ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

მას შემდეგ, რაც ტვ მონიტორინგის ეთერში გადაცემა ,,უხილავი გმირები“ გავიდა სოფელ ზარდიაანთკარში, ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის მოსამზადებელი პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. გორის მერიამ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოცხადა. უწყებამ აღნიშნული სამუშაოს შესასყიდად 53 820 ლარი გაითვალისწინა.  საპროექტო მომსახურების დასრულების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 28 საცხოვრებელ სახლს. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

“სოფელ ზარდიანთ კარში საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ