ჯერ შვილი მომიკალით, ახლა ნათესავი, რატომ არ აანალიზებთ რატომ გეძახიან სასაკლაოს?" - რამოხდა გორმედში და რა წერია ღია წერილში
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე ღია წერილს აქვეყნებს და სამედიცინო ცენტრ ,,გორმედს" უმძიმეს ბრალდებებს უყენებს. გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი, 40 წლის მამაკაცია, რომლის ახლობელიც წერს, რომ დიაბეტური კომით შესული პაციენტი ,,გორმედის" ექიმებმა, სახლში გააბრუნეს. წერლს "ტვ მონიტორინგი" უცვლელად გთავაზობთ:
,,მივმართავ სამედიცინო დაწესებულება „გორმედის“ დირექტორს. ბატონო,თქვენ რისთვის გქვიათ საავადმყოფოს უფროსი? რა ხდება მანდ ვერ გებულობთ? რატომ ქვია ხალხში მაგ საავადმყოფოს„სასაკლაო“ რატომ არ ეძებთ მიზეზს? რას აკეთებთ, რა ჰქვია თქვენ მუშაობას?კითხვა მაქვს , მთელი გორის რაიონის მოსახლეობის სახელით, სად მოაგროვე ამდენი უვიცი ვაი მედპერსონალი? მაპატიონ , ბატონი ნუგზარ ქარელი, ბატონი კახა ფაცინაშვილი, ბატონი ლევან კეჩხუაშვილი, ქირურგიის მედ პერსონალი, ერთი ორი კიდევ ვისაც არ ვიცნობ, ამათზე არ მაქვს საუბარი, ესენი ნამდვილი ადამიანები და ჰიპოკრატეს ფიცის შემსრულებლები არიან . რეანემაცია დედა ბუდიანად ციხეში ჩასაყრელი ხალხია, ტყუილად აძლევთ ხელფასს და ვერ გაგიგია, თუ იცი და მიზანმიმართულად ხდება ყველაფერი? თქვენი პერსონალი რატომ არ აწვენს თავის ავადმყოფს რეანემაციაში? გაგებაში არ არიან ავადმყოფზე და იმიტომ , იციან რომ იქიდან ცოცხალს ვეღარ გამოიყვანენ იმ ავადმყოფს და იმიტომ.ერთი იკითხეთ დიაბეტური კომით რომ ავადმყოფი შემოდის რამდენიმე საათში მისი სახლში გაშვება შეიძლება? მოკალით 40 წლის კაცი , სამი პატარა შვილის მამა, ხალხისა თუ არ გეშინიათ ღმერთს რას ეუბნებით? ,არტო ფულის გადასახადებზე რომ ხართ ორიენტირებული, სულ არავისი და არაფრის აღარ გეშინიათ? წლინახევრის წინ შვილი მომიკალით შიმშილით, ჰო არ მოგესმა , შიმშილით მომიკლა რეანემაციამ შვილი, მომქომდა საჭმელი ყოველდღე ავადმყოფამდე არ მიდიოდა თურმე, რას აკეთებდა მკურნალი ექიმი რატომ არ კითხულობდა აჭამეს თუ არა ავადმყოფს? მაშინ ფიზიკურად ვერ შევძელი , რომ კითხვები დამესვა , და აგერ ჩემი ახლობელიც იმსხვერპლეთ. ვინც პატრონიანია მანდ არ მოდის და უპატრონოები კიდევ იმის შიშით რომ მაინც არაფერი გამოუვათ ჩუმდებიან , მაგრამ უფლის წინაშე რომ ხართ პასუხისმგებელი ამას სად მიუდიხართ? ერთ დღესაც მოგროვდება ხელმოწერები და ეს თქვენი „სასაკლაო“ აღიგვება პირისაგან მიწისა და რამდენიმე პიროვნებასაც ჩაიყოლებს ჯოჯოხეთში. მერე ითვალეთ კარგად ფულები. გეყოთა მდენი ხოცვა, მიხედეთ ავადმყოფს წესიერად ,დახურეთ ეს სასაკლაო რეანემაცია, ორიენტირი გააკეთეთ ავადმყოფზე ჯერ და მერე ფულზე,დამიძახეთ და დეტალებში აგიხსნით ყველაფერს, თქვენგან მოკლული შვილის დედა ვარ და ახალგაზრდა ახლობლის, რომელიც დაღუპეთ."- წერს მოქალაქე.