ე.წ. მოსმენების საქმეზე, "მთავარი არხის" შიდა ქართლის კორესპონდენტს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა - გიორგი ახალკაცი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.



ე.წ. მოსმენების საქმეზე, "მთავარი არხის" შიდა ქართლის კორესპონდენტს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა - გიორგი ახალკაცი ამის შესახებ ინფორმაციას  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"პროკურატურამ საახალწლო "საჩუქარი" გამიკეთა და დაზარალებულის სტატუსი მომანიჭა მოსმენების საქმეზე. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ რეალურად არავინ არაფერს არ გამოიძიებს და ეს საქმეც თაროზე შემოიდება",- წერს ჟურნალისტი. საქმე ეხება გასული წლის 1 აგვისტოსა და 13 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ .. სუსის ფაილებს. "დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ახალკაცი "ტვ მონიტორინგთან" საუბრისას ადასტურებს იმ ფაილების ავთენტურობას, რომელიც მასსა და სასულიერო პირებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბრებს ასახავს. გარდა ამისა, ფაილებში დეტალურად არის გაშიფრული ჟურნალისტის და მისი უშუალო ხელმძღვანელის დიალოგები. დაზარალებული ამბობს, რომ სუსის ჩანაწერებში მოხვედრილია როგორც ღია ხაზზე განხორციელებული სატელეფონო საუბრები, ისე აპლიკაცია "ვოთსაპით" შემდგარი კომინიკაცია. ცნობისთვის, ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებსფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაცჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდებაჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ