კასპელი სამოქალაქო აქტივისტის მიმართ, პოლიცისს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დიწყო
კასპელი სამოქალაქო აქტივისტის მიმართ, პოლიცისს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დიწყო. ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ირაკლი მილძაის მიერ გამოთქმულ პრეტენზიის საფუძველზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ ინფორმაცია გავრცელა სადაც აღნიშბნულია, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
,,2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ირაკლი მილაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა.
2022 წლის 13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის საგამოძიებო ორგანო სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და აიდინტიფიცირებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეოკამერის ჩანაწერებს." - წერია სსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, კასპელი სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე პოლიციელებს უკანონო თვალთვალსა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა. როგორც მილაძე ამბობს, მას სამოქალაქო სამოსში ჩაცმული პირები, ჯერ სახლთან უთვალთვალებდნენ მანქანით, მეორე დღეს კი დახვდნენ და ისე, რომ არც თავი წარუდგინეს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ჩასვევს მანქქანაში და პოლიციაში გადაიყვანეს. პოლიციაში ირაკლი მილაძის თქმით, მას სამოსი გახადეს და საცვლის ამარა ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას. ირაკლი მილაძე პოლიციელების მხრიდან თვალთვალს, უკანონო დაკავებას და მის ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ვიდეო გადაღებას ტიკტოკზე მის მიერ გამოქწვეყნებულ ვიდეოს უკავშირებს, სადაც ის ღარიბაშვილს აგინებს. ასევე ფიქრობს რომ მისი გააქტიურება კასპში და კრიტიკული გამოსვლები ხელისუფლებას აღიზიანებს და მის დაშინებას მსგავსი მეთოდებით ცდიუილობგენ. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს სასანმართლო პროცესები.