მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში - ,,ტვ მონიტორინგი" გარდაცვლილის მეზობლებს ესაუბრა და დეტალები გაარკვია
კასპის მუნიციპალიტეტში 83 წლის მაზლმა 70 წელს გადაცილებული რძალი მოკლა. ,,ტვ მონიტორინგს" მეზობლები უყვებიან, რომ მიზეზი სავარაუდოდ ქონებრივი დავაა, რომელიც ნათესავებს ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, შემზარავი ამბავი სოფელ ,,ნოსტეში" ცოტა ხნის წინ მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულია 1 პირი და გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.