ნინო ლომჯარია უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონში ჩავა



ნინო ლომჯარია უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონში ჩავა

სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში  ნინოწმინდის პანსიონში ჩავა. 

"უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც. ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, რადგან, როგორც ვნახე, ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოავლინა დარღვევები.

დაგვიანებული რეაგირება არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს განხორციელდა, მოგეხსენებათ ორი შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული წინა წლებში და დარღვევები გამოვლენილი. თუმცა ამასთან დაკავშირებით, საერთოდ კომუნიკაციაც არ ჰქონიათ პანსიონის ხელმძღვანელობას სამინისტროსთან და არც სამინისტროს მხირდან იყო რაიმე რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება პრობლემები, იმიტომ, რომ მონტორინგი რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება", - განაცხადა ომბუდსმენმა.  

ასევე შეგიძლიათ იხილოთ