გორის მერის ხელფასი 6 050 - საკრებულოს თავმჯდომარის 5 600 ლარი იქნება



გორის მერის ხელფასი 6 050 - საკრებულოს თავმჯდომარის 5 600 ლარი იქნება

 

2023 წლიდან გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ანაზღაურება ყოველთვიურად 5 000 ლარის ნაცვლად, 6 050 ლარი იქნება. ხელფასი 10%-ით გაზარდა საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძის ანაზღაურება 5 600 ლარი გახდა

საკითხს "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარიც ერთხმად დაუჭირეს. წარმოდგენილ საკითხს სხდომაზე ბოიკოტი გამოაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

გარდა ამისა, გორელმა მაღალჩინოსნებმა გაიზარდეს საწვავის ლიმიტიც.

"10%-ით გაიზარდა რიგითი თანამშრომლიდან თანამდებობის პირების ჩათვლით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო გადაწყვეტილება, ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის თანამდებობის პირებსაც. ის აზრი, რომ თანამდებობის პირს არ უნდა გაეზარდოს ხელფასი, ჩემთვის მიუღებელია. მანქანით მას უნდა ჰქონდეს საშუალება არასამუშაო პერიოდშიც გადაადგილდეს, იმიტომ, რომ დასვენების დღეც, ის არის სამუშაოს გაგრძელება", - თქვა დავით რაზმაძემ

ცნობისთვის, გორის ვიცე-მერი, ნიკა ღვინიაშვილი საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული, რომელმაც საზაფხულო შვებულება მერიის მანქანითა და საწვავით მოიწყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ