ტრაგედია გორის მუნიციპალიტეტში - ორი ახალგაზრდა გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა



ტრაგედია გორის მუნიციპალიტეტში - ორი ახალგაზრდა გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დაიღუპნენ. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით,  ეს უმძიმესი ამბავი თბილისში მოხდა, სადაც  30 წლამდე ახალგაზრდებს სახლი ჰქონდათ ნაქირავები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან, ზაქრო გიუნაშვილი და გიორგი კაპანაძე - ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავიდან იყვნენ და დედაქალაქში სამუშაოდ ჩავიდნენ. დეტალებს გამოძიება სწავლობს. გარდაცვლილი ახალგაზრდები საოკუპაციო ხაზთან გასულ კვირას დაკრძალეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ