ენმ-ს გორის ოფისზე თავდამსხმელი პირი დაკავებულია



ენმ-ს გორის ოფისზე თავდამსხმელი პირი დაკავებულია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ  ,,ტვ მონიტორინგისთვის“ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.  ოპოზიციური პარტიის წევრის, ანი ბალიაშვილის ინფორმაციით, მათ გამომძიებელმა დაურეკა და საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

,,პარტიის ერთ-ერთ წევრს დაურეკეს საგამოძიებუ უწყებიდან და საქმის გახსნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, უკვე იდენტიფიცირებულია და დაკავებულია საქმეში ფიგურანტი პირი„ - თქვა ბალიაშვილმა. 

ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. 

ინფორმაციისთვის, ენმ-ს ოფისის კარი 11 იანვრის საღამოს დააზიანეს. საქმეში ორი პირი ფიგურირებს, რომლებიც შენობაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შსს-მ საქმეს სსკ-ის 187-ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ