20 წლის ხაშურელ ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს



20 წლის ხაშურელ ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

ბათუმში დასასვენებლად მყოფ 20 წლის ხაშურელ ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი, სიახლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდაცვლილს ჭრილობები    ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

,,არ ვიცი სათქმელი საიდან დავიწყო, ან ამ ტექსტს შენზე რატომ უნდა წერდეს შენი დამრიგებელი ჩემო ჭკვიანო რეზიკო🥺😢 ამ წამს ერთი კითხვა მიტრიალებს თავში, როგორ გაგიმეტა იმ არაკაცმა სასიკვდილოდ, როგორ გაბედა და სასიკვდილო ჭრილობები მოგაყენა ამ ყველაზე კეთილთვალება ბიჭს. შენნაირი უბორიტო ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მეგულება ჩემო რეზი💔" - წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ