შემზარავი შემთხვევა გორის სოფელში - კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ყოფილი პოლიციელია.
როგორც სოფელში ამბობენ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია. ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდო დამნაშავე 70 წლამდე კაცი - ღვთისო პეტრიაშვილია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ,,ტვ მონიტორინგი“ დეტალებს ადგილზე არკვევს.