ხაშურის ბაზარის ნაწილი დაიკეტა - სურსათის უვნებლობის სამსახურმა კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა
ხაშურის ბაზარის ნაწილს კრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის უვნებლობის სამსახურმა საწარმოო პროცესი, დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერა. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, ყველისა და ხილის სექციაში არსებული კრიტიკული შეუსაბამობების გამო ადმინისტრაცია 1000 ლარით დაჯარიმდა. იქ, სადაც რძის პროდუქტები, თევზი, ქათამი და სხვა საკვები პროდუქტი იყიდებოდა, ცხოველები და ფრინველები გადაადგილდებოდნენ. დაზიანებული ჭერის გამო აწვიმდა პროდუქტებსაც. დეტალებს ,,ტვ მონიტორინგი“ ამ წუთებში არკვევს და ვრცლად ინფორმაციას, ხვალ დღის მთავარ გამოშვებაში ნახავთ