გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საპროტესტო ტალღა განახლდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საპროტესტო ტალღა განახლდა. ადგილობრივები ამჯერად ფართო მასშტაბიანი ჭაბურღილის მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სოფლის ცენტრში, იმ ადგილას უნდა აშენდეს, სადაც საბავშვო ბაღი და რიტუალების სახლია. მოსახლეობა ამტკიცებს რომ პროექტის განხორციელება უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველია, გარდა ამისა მათი განცხადებით აღნიშნული პროექტის განხორციელება ინდიუვიდუალური ჭების დაშრობის ალბათობას ზრდის. საპროტესტო ეპიცენტრში დღეს მერის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც პროექტი პრობლემებს არ არავის არ შეუქმნის.