გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს
ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ქ.
გორში გორგასალის, თარხნიშვილის, მშვიდობის, შინდისის გმირების, ჯავახიშვილის,
გოგებაშვილის, ანწუხელიძის, ბესიკის, ხახუტაშვილის, ფეიქართა და მიმდებარე
ქუჩებზე, შიდისის გზატკეცილზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.