პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI



პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91% მოწონების მიხედვით პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ასახეელბს.

პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახი კალაძეა - 52%, კვლევის მიხედვით, მესამე ადგილს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს - 48%, მის შემდეგ ადგილს კი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - 43%.

გამოკითხულთა 36%-36% ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსწონთ. მათ შემდეგ კი 35%-ით რეიტინგში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ