შსს ,,ტვ მონიტორინგის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს - ჩხუბი ბერშუეთში



შსს ,,ტვ მონიტორინგის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს - ჩხუბი ბერშუეთში

,,ტვ მონიტორინგის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყებიდან გვაცნობეს, რომ სოფელ ბერშუეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 4 პირია დაკავებული. ორის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო ორის მიმართ ადმინისტრაციული.

,,ტვ მონიტორინგმა“ მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფებ ბერშუეთში სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია 4 სპერაზმელი, რომლებიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობენ.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს იმ დროს დაუპირისპირდნენ, როდესაც ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ნაკვეთში, ავტომობილით მიმავალ მოქალაქეს უხეშად მიმართა და შეაგინა. როგორც სოფელში ყვებიან, თავდაპირველად მამაკას სპეცრაზმელებმა ცემა მისსავე ავტომობილში დაუწყეს, შემდეგ კი დაპირისპირებაში სხვა ადგილობრივებიც ჩაერთვნენ და ჩხუბი სოფლის საგუშაგოსთან გაგრძელდა. ვითარება კი მას შემდეგ განიმუხდა, რაც ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაკავებულებს ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ