გორში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება



გორში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

გორის სპორტის სასახლე ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს „Georgian Spring 2023“- და „Golden Cup 2023“- უმასპინძლებს. პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს. გამოფენები 8 - 9 აპრილს, 11 საათზე დაიწყება და მონაწილეობას 600 - ზე მეტი ჯიშიანი ძაღლი მიიღებს, აქედან 360 ძაღლი გორს უცხო ქვეყნებიდან ესტუმრება. საერთაშორისო გამოფენაზე გორში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც. პროექტის მიზანია ძაღლის ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება. გამოფენები ასევე მიზნად ისახავს კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება. ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. დასწრება თავისუფალია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ