ავარია ქარელთან
ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან. არსებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავმა ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ზედაპირული დაზიანება მიიღო მძღოლმა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.