ისწავლე ინგლისური გორის ენების ინოვაციურ აკადემიაში - სწავლების უნიკალური მეთოდები და პროგრესი კვირიდან კვირამდე



ისწავლე ინგლისური გორის ენების ინოვაციურ აკადემიაში - სწავლების უნიკალური მეთოდები და  პროგრესი კვირიდან კვირამდე

გორში მდებარე ენების ინოვაციურ აკადემიას აქვს ინგლისური ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. ყოველწლიურად ამზადებენ მოსწავლეებს, რომლებიც სხვადასხვა წარმატებებს აღწევენ. აკადემიაში სწავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ გაკვეთილების, ასევე პირისპირ კურსების მეშვეობით. თქვენი მიზნების მიღწევაში კი მაღალკვალიფიციური პედაგოგები დაგეხმარებიან. მათ აქვთ შემუშავებული სწავლების უნიკალური მეთოდები, რითაც გამოირჩევიან სხვა დაწესებულებებისაგან. მოზარდებს ინგლისურის შესწავლისას პედაგოგები ეხმარებიან გადადგან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები - შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევისთვის დასჭირდებათ. მოსწავლეები თითოეული გაკვეთილიდან იღებენ მაქსიმუმს და თვალსაჩინო პროგრესს აჩვენებთ კვირიდან კვირამდე. გარდა ამისა, აკადემია აღჭურვილია თანამედროვე სტანდარდებით. ნათელი და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები უზრუნველყოფს სასიამოვნო გარემოს, მასწავლებლები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც გაკვეთილს საინტერესოს, სახალისოსა და ადვილად გასაგებს ხდის. კუსრის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი. ადადემიაში სწავლა ყველა ასაკის მსურველს შეუძლია.

,,ჩვენ ვუზრუნველყოფთ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას ენის შესწავლის საწყისი ეტაპიდანვე. სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეზე, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას, სასწავლო მასალის შედგენას მათი ინტერესის სფეროდან და საჭიროებიდან გამომდინარე და სხვა მნიშვნელოვან სპეციფიკას. თანამედროვე, ინტეგრირებული მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ საინტერესო დებატებსა და სხვადასხვა აქტუალურ დისკუსიაში. სწავლისას გამოყენებულია არაერთი ეფექტური მეთოდი: 5 წუთიანი სწრაფი გაკვეთილები, ჯიგსო, ნაფიცმსაჯულთა საბჭო, პრეზენტაციები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყურადღების, სწრაფი კითხვის და მეხსიერების გასაუმჯობესებელ აქტივობებს. ჩვენ ვამტკიცებთ და გვაქვს ამბიცია, რომ განვაცხადოთ - ენის საფუძვლიანი ათვისება შესაძლებელია მოკლე დროში. ენის შესწავლის საწყის ეტაპზე ბავშვებს თამაშის და საინტერესო აქტივობების გამოყენებით ვაყვარებთ უცხო ენას. უფროსი ასაკის ჯგუფებში მოსწავლეები განიხილავენ მათთვის აქტუალურ, სხვადასხვა თემებს უახლესი მედია წყაროებიდან. ამას გარდა, მოსწავლეები ეუფლებიან საერთაშორისო პროგრამებსა და მონაწილეობენ ე.წ. ტელე–ხიდებში, რომელთა მეშვეობით, მათ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ბანაკებში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსა, თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს. ჩვენს სასწავლო აკადემიაში ხდება როგორც აბიტურიენტთა, ასევე მომავალ მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება. მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე აუდიტორიული სწავლება,რომელსაც უძღვებიან აკადემიის დამფუძნებელი, ინგლისური ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნინო ღარიბაშვილი, და ინგლისური ენის როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამოცდილი სპეციალისტები. ჩვენს კურსგადამთავრებულებს გადაეცემათ ორენოვანი, შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერთიფიკატები. წლის ბოლოს მზად არიან შესაბამისი ცოდნის დონე დაადასტურონ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდაზეც და აიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი, რაც მათი ნათელი და წარმატებული მომავლის საწინდარია“ - აცხადებს აკადემიის დამფუძნებელი, ნინი ღარიბაშვილი.


ინოვაციური, "სმარტ" ტექნოლობიების გამოყენებით, უცხო ენების შემსწავლელ აკადემიაში შენ უკვე გელოდებიან. დაიწყეთ ინგლისური ენის შესწავლა ახლა და ესაუბრეთ მსოფლიოს. აკადემია საკუთარ მოსწავლეებს კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება. მსურველებმა დარეკეთ ტელ: 598141652.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ