''არ უნდა ვიჩქაროთ'' - ვაშაძე პარლამენტის დატოვების ინიციატივას ეხმაურება



''არ უნდა ვიჩქაროთ'' - ვაშაძე პარლამენტის დატოვების ინიციატივას ეხმაურება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტიდან გამოსვლის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იჩქაროს.

"თუ ქართული ოცნება ფუნდამენტურად დარღვევის გზას დაადგა, შესაბამისი სანქციები, წინაპირობები ექნება საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას. ამას უკვე იხილავს ევროკავშირიც და ეს დადასტურდა სენატორების განცხადებებით, რომლებმაც თქვეს, რომ დიახ, წინაპირობები იქნება მაკროფინანსურ დახმარებებზე.

მე ავუხსნი ჩემს სტრატეგიას და ჩემ ხედვას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა ვიჩქაროთ. პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც გარანტი არიან ამ შეთანხმების და შეთანხმების მესამე მხარე არიან, მათთან უნდა გავიაროთ ეს საკითხი, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ