,,ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი“ - გორის ხანდაზმულთა სახლს ლევან გამრეკელი ფინანსურად დაეხმარა
ხაშურელი ბიზნესმენი, ლევან გამრეკელი გორის ხანდაზმულთა სახლს ფინანსურად დაეხმარა. ამის სესახებ ,,ტვ მონიტორინგს დაწესებულების ხელმძღვანელმა განუცხადა. ჟუჟუნა წერეთელი ამბობს, რომ ის ლევან გამრეკელის ქველმოქმედებით აღფრთოვანებულია.
,,მე არ შემიძლია არ ავღნიშნო ლევან გამრეკელის ქველმოქმედება. ის თავშესაფარს სოლიდური თანხით დაეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას. კი მთხოვა არ მეხსენებინა, მაგრამ არ უნდა დაიმალოს სიკეთე“ - გვითხრა წერეთელმა.
ლევან გამრეკელს გორის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა დახმარებას საჯაროდ სთხოვა. ამის შესახებ ,,შენი თბილი კერას'' ხელმძღვანელმა ჟუჟუნა წერეთელმა სოციალურ ქსელში გასულ კვირას დაწერა.