თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს



თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, სამშვიდობო ინიციატივების, ისევე როგორც ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, განათლების მიმართულების აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით, სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის, მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრისა და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა და ორივე უწყების შესაბამისმა წარმომადგენლებმა.

სახელწმიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ორივე სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისა და შესაბამისი აქტივობების შეთანხმების მიზნით, განხილულ იქნა სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების საკითხები.

მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულების - სახელმწიფო ენის სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში დასახული ამოცანების განხორციელებაზე. თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართული შეხვედრებისას, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებულ რეკომენდაციებზე, მოსაზრებებსა და კონკრეტულ საჭიროებებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.

მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და კოორდინირებული ქმედებების გეგმები დასახეს.

სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობითა და ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ