გორის მესამე საჯარო სკოლაში ბავშვმა კლასის გადაწვა სცადა
გორის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლემ სავარაუდოდ კლასის გადაწვა სცადა. ამის შესახებ ,,ტვ მონიტორინგს“ აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილი პედაგოგი უყვება. როგორც თეა კეჩხუაშვილი მამბობს, შემთხვევა ერთი კვირის წინ საშუალო საფეხურის ერთ-ერთ კლასში მოხდა. ,,ტვ მონიტორინგი“ ფაქტის გადამოწმების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენს ზარებს არ პასუხობს, არც სკოლის დირექტორი.