რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში



რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 16 852-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 542 639 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432 903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390 827, გარდაიცვალა 5 948 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ