რუსეთის აგრესიას უკვე 167 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 279-ზე მეტი
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 167 ბავშვი დაიღუპა და 279-ზე მეტი დაშავდა.
უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები არაა საბოლოო, რადგან ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 927 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურებულია.