"კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას" - შალვა პაპუაშვილი



"კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით ნიკა მელიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო გირაოს მიღებასთან დაკავშირებით.

„გვახსოვს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ ვერ დაიჭერდნენ, დაიჭირეს, რომ არ მიიღებდა არანაირ გირაოს და ყველა მტერი და „ეფესბეს“ აგენტი იქნებოდა, ვინც ამ გირაოს გადაიხდიდა. დღეს ვხედავთ, რომ მადლობებს უხდიან ევროკავშირს. ასე რომ კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული და აღნიშნულ პროცესზე მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ იმსჯელებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ