ავარია გორში - დაშავებული ბავშვია
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში, შუქნიშანთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომლის გადაყვანაც საავადმყოფოში გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე გამოძიება შსს-მ 276 მუხლის 2 -ე ნაწილით დაიწყო. ,,ტვ მონიტორინგი“ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარებას ამ წუთებში არკვევს.