მეტროში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო



მეტროში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მეტროში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო, სადაც დაპირისპირებაში რამდენიმე პირია ჩართული სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, დაპირსპირება ვაგონში დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროსადგურზე გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ