კასპის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 1 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული.
,,მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი ოქმი. ავტომანქანა დაილუქა." - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულგანცხადებაში.