შიდა ქართლში რუსული კუპაცია გრძელდება - ამჯერად სამიზნე კასპის მუნიციპალიტეტია



შიდა ქართლში რუსული კუპაცია გრძელდება - ამჯერად სამიზნე კასპის მუნიციპალიტეტია

რუსული ოკუპაცია შიდა ქართლში გრძელდება - საოკუპაციო ძალებმა სოფელ გორაკას მიმდებარედ, ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. 

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს,  ოკპანტებმა სამუშაოები დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყეს და საკმაოდ დიდი მონაკვეთი მოამზადეს ბორდერიზაციისთვის.

"ჩვენ უკვე შიშის ზონაში ვიმყოფებით, ორკაპას ციხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილობრივი მოსახელობა წლებია ვეღარ ჩამოდის რადგან მაღალია გატაცების საშიშროება. ოკპანტებმა სამუშაოები დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყეს და საკმაოდ დიდი მონაკვეთი მოამზადეს ბორდერიზაციისთვის, ვგულისხმობ იმას,  რომ ტყის მასივში მოხდა ფაქტობრივად გზის გაკაფვა, ერთ-ერთი მონაკვეთია ტყეში, რომელიც 100 მეტრითაა ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიღრმეში შემოჭრილია. რომ გადავზომოთ, რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა საუბარი, მიზანია, რომ ეს გზა სხვილოს ციხის მიმდებარედ, ქვემოჭალაში გადაიყვანონ", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ