ნიკა მელიას მხარდამჭერები - რუსთავის ციხესთან იკრიბებიან



ნიკა მელიას მხარდამჭერები - რუსთავის ციხესთან იკრიბებიან

ნიკა მელიას მხარდამჭერები და თანაგუნდელებირუსთავის N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან იკრიბებიან. როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ნიკა მელიამ საკუთარი პრინციპულობით საზოგადოებას აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება.

"ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება. ხელისუფლება ამბობდა, რომ გირაოს გადაიხდის, ნიკა მელიას გირაო არ გადაუხდია. ნიკა მელია ამბობდა, რომ ამნისტიას თუ გაიწვევენ გირაოს გადაიხდიდა, თუმცა ამნისტია არ გაიწვიეს, მაგრამ ევროკავშირმა გამოსასყიდი გადაიხადა" - ლევან ხაბეიშვილი .

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 10 მაისს 16:00 საათზე გაიმართება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ