სოფელ ზარდიაანთკარში 28 სახლის რეაბილიტაცია მოხდება - პროექტის განხორციელების კონკრეტული დრო ისევ უცნობია



სოფელ ზარდიაანთკარში 28 სახლის რეაბილიტაცია მოხდება - პროექტის განხორციელების კონკრეტული დრო ისევ უცნობია

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომოს დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურია მინისტმა, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.  იგი სოფელ ზარდიაანთკარში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა:

,,სხვა საკითხებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზარდიაანთკარის საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქნა გადაწყვეტილი და რომელის ფარგლებშიც უკვე სოფელ ზარდიაანთკარში, 28 მიტოვებული სახლის რეაბილიტაცია განხორციელდება. მთლიანობაში 1 800 000 ლარის ღირებულების არის აღნიშნული პროექტები, რომელიც უკვე სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება და შესაბამისი რეაბილიტაციის დასრულების შემეგ, უკვე მოსახლეობას შეეძლება დაუბრუნდეს თავის ისტორიულ მდებარეობას„ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

,,ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უკვე გაანგარიშებულია და შედგენილია ხარჯთაღრიცხვა და უახლოეს მომავალში კომისიის გადაწყვეტილება გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს, საიდანაც გამოყოფილი იქნება დაფინანსება და დაიწყება სახლების აღდგენა“ - თქვა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

როდის დაიწყება აღნიშნული პროექტის განხორციელება ჯერ ისევ უცნობია. კონკრეტული თარიღი ჯერ ისევ დასახელებული არ არის. ადგილობრივები უკვე 14 წელია შენობების რეაბილიტაციას ითხოვენ, რათა სრულყოფილად განაგრძონ ცხოვრება. სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრებლების კუთვნილი სახლების ნაწილი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის დროს გადაწვეს და გაძარცვეს.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ