საპროტესტო აქცია ხაშურში - 10-მდე სოფლის მოსახლეობა მტკვარზე გადასასვლელის მოწყობას ითხოვს



საპროტესტო აქცია ხაშურში - 10-მდე სოფლის მოსახლეობა მტკვარზე გადასასვლელის მოწყობას ითხოვს

საპროტეტო აქცია ხაშურში, ჭალის უბნის დასახლებაში, მდინარე მტკვარზე გადასასვლ ამორტიზებულ ხიდთან გაიმართა. ჭალის დასახლებისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ალტერნატიული გზა შორია. აქციის მონაწილეებმა თქვეს ისიც, რომ ხიდი დროულად უნდა აღდგეს, რადგან საძოვრებთან და სასაფლაოს ტერიტორიასთან სხვანაირად მოხვედრა გაუჭირდებათ.

აქციის მონაწილეებმა ხიდის ბურჯის დაზიანების მიზეზებზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ აღნიშნული ინერტული მასალების მოპოვებაზე გაცემული ქაოსური ლიცენზიების შედეგია. მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ხიდის ბურჯს საფრთხეს უქმნის, წყალმა უკვე ჩამოშალა სავალი გზის ნაწილი. მოსახლეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისგან ყურადღებას და პრობლემაზე დროულ რეაგირებას მოითხოვს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში ხიდის აღდგენის თაობაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. მათი დავალებით კონსტრუქციას ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხიდი ვეღარ შეკეთდება და მისი სარგებლობა 27 მარტიდან აკრძალეს. ახალი ხიდის მოწყობა კი მათი თქმით, დიდ თანხებს უკავშირდება, რასაც ამეტაპზე ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ სწვდება.  მერიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ალტერნატიული ხიდით ისარგებლონ.  

საპროტესტო აქციის გამართვამდე მოქალაქეებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილ ხიდს ბარიერები რამდენჯერ მოხსნეს და სიცოცხლის რისკის ფასად გადადგილდებიან. მათი თქმით, აღნიშნულ აკრძალვას არ შეეგუებიან და ხიდით სარგებლობას კვლავაც გაგრძელებენ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ