შიდა ქართლში წინა საარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 19 დარღვევა გამოვლინეს
შიდა ქართლში წინა საარჩევნო პერიოდში არასამტავრობო ორგანიზაციების მიერ 19 დარღვევა გამოვლინდა.
ინფორმაციის თანახმად ხაშურში - 8, გორში - 6, კასპში - 3 და ქარელში ორი დარღვევა გამოვლინდა.
წინა საარჩევნო კამპანიის დროს ხაშურში გამოვლენეილი დარღვევები ამომრჩევლის მოსყიდვას, პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, ზეწოლას, მუქარა/დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე და კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობას ეხებოდა.
„ქართული ოცნების" წევრმა, საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და ოსიაურის მაჟრიტარობის კანდიდატმა ლევან გამრეკელმა ხაშურში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეშა მიუტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მოქალაქემ დაწერა. „მთელი ოჯახი მადლობას ვუხდით ბატონ ლეო გამრეკელს რომელმაც გაგვიწია დახმარება და მოგვიტანა შეშა რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას ღმერთმა ამრავლოს ბატონი ლეოს ნაირი ქველმოქმედი ადამიანები,ვუსურვებთ ბევრ წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად"
რაც შეეხება გორს აქ დარღვევები ზეწოლას, სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და ძალადობას ეხება.
8 აგვისტოს გორში, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ 68 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს. შეხვედრას „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა.
კასპის მუნიციპალიტეტში გავლენილი დარღვევები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემას, ზეწოლას და სამსახურიდან გათავისუფლება ან განცხადების დაწერის იძულების კტეგორიას განეკუთვნებოდა.
12 აგვისტოს, შიდა ქართლის გუბერნატორმა და კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ „განახლებული რეგიონების‘’ პროგრამის ფარგლებში ქალაქ კასპში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მოქმედი მერი კვლავ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან".
ხოლო ქარელში გამოვლენილი ორი დარღვევა სააგიტაციო მასალების დაზიანებას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხებოდა.
ქარელში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, როდესაც მთავარი არხის ჟურნლისტებს პარტია „ქართული ოცნების" ოფისში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის პლაკატები დააზიანეს. ადგილობრივების თქმით ზაზა გულიაშვილის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია. რუისის მაცხოვრებელმა გელა გასიტაშვილმა გულიაშვილის პლაკატები კამერების წინ ჩამოხია.