,,ზრდასრული მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა“ - შემზარავი ამბავი კასპის მუნიციპალიტეტში



,,ზრდასრული მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა“ - შემზარავი ამბავი კასპის მუნიციპალიტეტში

კასპის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ ბავშვების მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, ზრდასრულმა მამაკაცმა ბავშვები სოფლის ცენტრში აჩხუბა და ვიდეო გადაუღო - შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა. შედეგად მცირეწლოვანმა  ბავშვმა იმდენად მძიმე  დაზიანებები მიიღო, რომ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო.

ცნობისთვის, როგორც ფერმაში ამბობენ, მამაკაცმა დანაშაული ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე ჩაიდინა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ