დამტვრეული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები - ვანდალიზმის ფაქტი ხაშურში



დამტვრეული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები - ვანდალიზმის ფაქტი ხაშურში

ხაშურში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები დაამტვრეს. ფოტო მასალას ხაშურის მუნიციპალიტეტი მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით უცნობმა პირებმა, მოწყობილობები განზრახ დააზიანეს. 

,,მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აუცილებლად მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, თუ შენიშნავენ, რომ მათ ირგვლივ მყოფი პირები მიზანმიმართულად აზიანებენ ხალხის ქონებას." - წერია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის  გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხაშურში, აგურის ქარხნის ტერიტორიაზე ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო . პროექტისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 60 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ