,,მოპარულია, ხელის საპონი, სასწორი, გაზის ბალონი, სათლი და ჭურჭლის სარეცხი ჟელე“ - მინდორში ქოხი გაქურდეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინდორში, ქოხი გაქურდეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, წაღებულია, ცელი, გაზის ბალონი, ორი დიდი ვედრო, პატარა და დიდი ასანთი, ჟელე, ხელის საპონი, სასუქი, ხელის სასწორი და ა.შ. შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტის შესახებ მეპატრონეს პოლიცია საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
,,მინდორში გამიტეხეს ოთახი, ყველაფერი მოპარულია. ღმერთმა არ შეარგოს, ხოლო ვინც სახლში მიიტანა და ამაზე თვალი დახუჭა ფუი იმის აადამიანობას“ - წერს მეპატრონე.