შშმ პირი გაიტაცეს, სცემეს და უგონო მდგომარეობაში, მიტოვებული შენობის ნანგრევებში დატოვეს - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული კასპში
კასპში შშმ პირს სცემეს და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიტოვებულ შენობებთან დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ავრცელებს. მისივე განმარტებით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ირაკლი მილაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
,,ტაჭკით მოსიარულე გიოს ყველა იცნობთ ალბათ.
გუშინ შეაღამებისას ლიბრეში წვენის საყიდლად შესულა. როდესაც გარეთ გამოვიდა მაღაზიიდან 50 წლამდე მამაკაცი აჰყვა, რომელმაც მანქანით გასეირნება შესთავაზა. უარი უთქვამს გიორგის, თუმცა ძალით ჩაუსვია. ამის შემდეგ მეტეხისკენ წაუყვანია სადგურის ტერიტორიასთან და სასტიკად უცემია. ნარტყამი აქვს აგური და როგორც ირკვევა, ამ დროისთვის წელსქვემოთ მოწყვეტილია.
უგონო მდგომარეობაში ადგილობრივს უპოვია და 112-ზეც მას დაურეკავს. პირველად კასპის საავადმყოფოში გადაიყვეს და ამ დროისთვის უკვე მცხეთის კლინიკაშია მოთავსებული.
იმდენი შესძლო სასტიკად ნაცემმა შშმ პირმა, რომ პიროვნების სახელიც თქვა და მანქანის მარკა და ფერიც გაიხსენა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ნაცემი რაღაც შენობასთან დააგდეს, ცოტა ხანში სხვა პიროვნებებთან ერთად მისულა და ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ უკვე მკვდარი იყო თურმე.
ამ დროიათვის პირი ამოცნობილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
როგორ უნდა გაიმეტოს ადამიანმა ეს ბიჭი, როცა ვერც ნორმალურად საუბრობს, ვერც ნორმალურად დადის და რაც შეუძლია იდეალურად, ეს მხოლოდ შრომაა.
საატიკი უნდა იყოს პოლიცია ამნაირი კრიმინალების მიმართ!" - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.