საახალწლოდ კასპის მერია შეჭირვებული პირებისთვის 120 სასურსათო პაკეტს გაამზადებს



საახალწლოდ კასპის მერია შეჭირვებული პირებისთვის 120 სასურსათო პაკეტს გაამზადებს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ შეჭირვებული პირებისათვის სადღესასწაულოდ გადასაცემი სხვადასხვა კვების პროდუქტების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტებშია განმარტებული, მერია მრავალშვილიან (ოთხი და მეტი 18-წლამდე ასაკის შვილი) შეჭირვებულ ოჯახებს, დედ-მამით ობოლ (18 წლამდე ასაკის) ბავშვებს, მარტოხელა მოხუცებს და სხვა შეჭირვებულ პირებს გადასცემს საკვებ პროდუქტებს. ტენდერის ღირებულება ჯამში 13 044 ლარია. 

კონკურსში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 120 გამზადებულ სასურრსათო პაკეტიდან თვითოეულში: 2 კგ - ქათმის ხორცი, 2 კგ  - შოკოლადის კამფეტი; 2 ლ - ზეთი; 2 კგ - შაქარი, 2 ქილა შესქელებული რძე; კარაქი; გაზიანი სასმელი; მანდარინი და ვაფლის ნამცხვარი განათავსოს. დოკუმენტის მიხედვით  კომპანიამ პაკეტები არაუგვიანეს 28 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს მერიას. 

,,საქონლის მოწოდების ვადაა არაუადრეს 2022 წლის 27 დეკემბრიდან და არაუგვიანეს 2022 წლის 28 დეკემბრამდე.“ - წერია ოფიციალურ დოკუმენტეში.

 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ