გორში ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა
გორში, მიუსფარმა ძაღლმა მოზარდი დაკბინა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. პოსტში აღნიშნულია, რომ შემთხვევა წმიდაწყლის დასახლებაში მოხდა. ბავშვს დაზიანებები თავზე აქვს და ჭრილობის სიმძიმის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ნაკერი დაადეს. დაკბენილი ბიჭის მშობელი რეაგირებას და ძაღლის საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან განრიდებას ითხოვს, რადგან მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.
,,ადამიანების უფლებები არ არის ისე დაცული როგორც მაწანწალა ძაღლების, ხალხო ხმა ამოიღეთ რა\ღაცა იმოქმედონ, უპატრონო ძაღლს რომელიც ყოველ დილით ჩვენ სახლის წინ მხვდება და ვკვებავ, რომ მეცოდებოდა აი ასე დამართა ჩემ გაბრიელს. რომელიც სასწაულად გადაურჩა. რამის შემიჭამა ბავშვი მიხედონ დროულად მანამ კიდევ სხვები არ გაამწარა ჩვენსავით. ქვეყანა მაწანწალა ძაღლებია წმინდა წყლის კოტეჯებში. ან ვინ უშვებს ამდენ ძაღლებს. ხალხო ამოიღეთ ხმაა მე ღმერთის შემწეობით გადამირჩა ჩემი გაბიტო, მადლობა უფალს“ - წერია პოსტში, რომელსაც სავარაუდოდ მოზარდის დედა ავრცელებს.