გიორგი გახარიას გორში ჯერ არ გახსნილი პარტიის ოფისის დატოვება მალე მოუწევს
გახარიას პარტიას გორის ოფისის დატოვება მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. ოფისის დატოვების რამდენიმე მიზეზი ვრცელდება, რომლის გარკვევასაც ,,ტვ მონიტორინგი“ ამ წუთებში ცდილობს. პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონალური ოფისის გახსნა დღეს არის დაგეგმილი. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება. გორში გიორგი გახარიას და მისი გუნდის სხვა წევრებს ელოდებიან.
ცნობისთვის: ექსპრემიერ გახარიას პარტიას ნაქირავები ოფისი ბათუმში უკვე დაატოვებინეს.გადაწყვეტილების მიზეზი კი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და სააკაშვილსა და გახარიას შორის "შესაძლო კავშირზე" მედიაში გაშუქებული ინფორმაცია გახდა.