შერჩევითი სამართალი გორელი მაღალჩინოსნების სასარგებლოდ - მეზობლები ნიკა ღვინიაშვილის წინააღმდეგ
შერჩევითი სამართალი გორელი მაღალჩინოსნების სასარგებლოდ. ,,ტვ მონიტორინგს“ ბაქოს ქუჩაზე მცხოვრებლები უყვებიან, რომ გორის მერის პირველმა მოადგილემ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოქალაქეებს, უკანონოდ განთავსებული ავტოფარეხები დაუშალა, საკუთარი კი დატოვა. როგორც მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ნიკა ღვინიაშვილმა დატოვა მის მეზობლად მცხოვრები კიდევ რამოდენიმე ადამიანის ჯიხური, რომლებიც მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის ახლობლები არიან. ადგილობრივები ფაქტის გაპროტესტებას ფართომასშტაბიანი აქციებით გეგმავენ, როგორც ისინი განმარტავენ, კანონი ყველასთვისაა და მისი აღსრულება შერჩევით არ უნდა ხდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია თავად ღვინიაშვილს