გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი საბავშვო ბაღი , რომელიც საქაშეთის მოსახლეობას მოემსახურება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია როგორც დაწესებულების აშენება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება და ბავშვებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.

სამშენებლო და სარემონტო სამუშაობი სრულად 2022 წლის იანვრის თევში დასრულდება.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 677 970 ლარი დაიხარჯება.

ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ დაქირავებულ კერძო სახლში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ